(video) ლევან იზორია პირდაპირ ხელს აფარებდა, რომ გადაერჩინა საკუთარი ნათესავები

tina xidasheli

14467055_1792599991025000_1593656331_o14423706_1792599967691669_1762567501_oჩხოროწყუში 2014 წელს მომხდარ ფაქტს, კერძოდ თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბიძაშვილის მიერ “ქართული ოცნების” ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ გამოხატულ მუქარას, რომლის ამსახველ ვიდეო კადრებსაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ასაჯაროვებს, თავდაცვის ყოფლი მინისტრი თინა ხიდაშელი აფასებს.

„ეს არის ჩეულებრივი ხულიგნობა, ყველაზე უფრო მარტივი კვალიფიკაციით რომ ვილაპარაკოთ. მაგრამ შემდეგ უკვე, მუქარის ხარისხიდან გამომდინარე და მუქარის ასრულების პოტენციიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო მძიმე დანაშაულზეც გავიდეთ, მაგრამ მინიმუმ ხულიგნობა, რა თქმა უნდა სახეზე იყო“, – აცხადებს ხიდაშეილი.

მისი თქმით, საკუთარი ბიძაშვილი პატიმრობიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ლევან იზორიამ იხსნა, რისთვისაც საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა.

„,მთლიანად ეს თემა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში და შესაბამისად, მინისტრის მოადგილე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო და არც დადგა შედეგი, პასუხისმგებელი პირი არ გამოჩენილა. მერე ამბობდა ბატონი ლევანი, რომ ჩვენებებს არ გვაძლევენო და რა ვქნათო და გასაგები იყო ეხლა, რომ იმ ფონზე, როდესაც ყველამ ნახა, რომ ლევანი პირდაპირ ხელს აფარებდა, მფარველობდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ გადაერჩინა საკუთარი ნათესავები, ნუ, ესეთი მთლად თვითმკვლელობაზე წამსვლელი ადამიანები ცოტაა ამ ქვეყნაში, რომლებიც ისევ მივიდოდნენ, დაირაზმებოდნენ და ჩვენებებს მისცემდნენ. ჩვენება არ სჭირდება ამ საქმეს. ეს ის საქმეა, რომელიც ვიდეოფირზეა აღწერილი და სულ არც ერთმა ადამიანმა რომ არ მისცეს ჩვენება, უკვე საკმარისია ეს მტკიცებულება იმისთვის, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენო“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

https://youtu.be/FARSrFE4C9A

banner
წინა სტატიაში(video) გინება და ჩხუბი “ქართული ოცნების” ოფისში – რა კავშირი აქვს ლევან იზორიას სკანდალურ კადრებთან
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიციამ რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა