ლევან იზორია: ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს გააგრძელებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას.

ლევან იზორიამ, რომელიც დღეს გიორგი კვირკაშვილა თავდაცვის მინისტრად წარადგინა, პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს აშშ-სა და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ბუნებრივია, ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მომიწევს მუშაობა სამშობლოსთვის თავდადებულ ოფიცრებთან, სამხედროებთან, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ”,- განაცხადა იზორიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 28 ივლისს დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელის მოთხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილმა შეცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ლევან იზორია და ქეთი ციხელაშვილი გამორჩეული მინისტრები იქნებიან