ლევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის სახით საიმედო მეზობელი ჰყავს. ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის განმტიცების გარანტია. სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო თავდაცვის სფეროში ურთიერთობის აქტიური დინამიკა, რაც თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში გამოიხატება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვის მინისტრ გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან.

banner
წინა სტატიაშისუს-მა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა
შემდეგი სტატიაკიევში ქართველი სტუდენტები სცემეს