ლევან იზორია: გუშაგს მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა

ლევან იზორია:-„ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება“

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, გუშაგს, რომელმაც სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეჭრილი პირის ლიკვიდაცია მოახდინა, ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა.

ამის შესახებ მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დასთანხმდება თუ არა თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი გიგა შენგელიას ოჯახის მოთხოვნას ალტერნატიული ექსპერტიზის თაობაზე, ლევან იზორია პასუხობს, რომ ოჯახის წევრებთან დისკუსიებში შესვლას არ აპირებს.

„ბუნებრივია, არ შევალ დისკუსიებში, მითუმეტეს გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლებთან. ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ეს აწუხებს ყველას და ეს პირველ რიგში აწუხებს იმ გუშაგსაც, რომელსაც მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. სხვათაშორის, პირველი, რაც მან თქვა, ის იყო, რომ – მე მეცოდება მისი დედაო. ასე რომ, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ გული გვიცემს. ყველას გარკვეული ემოციები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა იზორიამ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გუშაგი კანონიერად მოქმედებდა და იმ შემთხვევაში თუკი გუშაგი არ იმოქმდებდა ნორმების შესაბამისად, მას სისხლის სამართლის ნორმით პასუხისგება მოუწევდა.

„გუშაგი, რომელიც ასევე სავალდებულო სამსახურს იხდის თავისი ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე, პირველადი მონაცემებით და მე ეს შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა და შეიძლება გარკვეული მხარეც კი ვიყო, როგორც თავდაცვის მინისტრი, მოქმედებდა აბსოლუტურად ნორმების შესაბამისად და ამის საფუძველს მაძლევს ის მტკიცებულებები, რაც იქ აღმოჩენილი იქნა. კერძოდ, ხუთი მასრა. მან ჯერ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, მანამდე კი სიტყვიერი გაფრთხილება. მას ნორმა ავალდებულებდა მოქმედებას და ეს მოქმედება განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა კანონდამრღვევი და სისხლის სამართლის ნორმით აგებდა პასუხს“, – განაცხადა ლევან იზორიამ „ქრონიკასთან“ საუბარში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც 23 წლის გიგა შენგელია გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს 112-ის წევრი, განათლების მიღებას რუსთავის ცენტრში შეძლებს”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატმა კრწანისის ინციდენტის შესწავლა დაიწყო