ლევან იზორია გონიოში დაკარგულ სამხედროებზე – საზოგადოება მალე მიიღებს ინფორმაციას, რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე

გონიოში დაკარგული სამხედროების საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები.
”იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, საზოგადოება ამაზე მალე მიიღებს ინფორმაციას”, – განაცხადა იზორიამ.
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
11 დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: უბრალოდ გაერთიანებაზე საუბარი საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ვუთხრათ აფხაზებს როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და მოვაწონოთ ეს სახელმწიფო
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით დაიწყო