ლევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდზე იმყოფება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხომალდზე თურქეთის გენერალურ კონსულთან იასინ თემისკანთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად ავიდა.

გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის მშობლები და ნათესავები.

შარაძის მამის ვლადიმერ შარაძის განცხადებით, მინისტრმა ერთი დაპირება შეასრულა თურქული გემის შემოყვანასთან დაკავშირებით. ვლადიმერ შარაძე თავდაცვის მინისტრისგან მეორე დაპირების შესრულებას ელოდება, რაც საქმის გამოძიებას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიგონიოში ორი ჯარისკაცის ძებნის ოპერაციაში თურქული ხომალდი ჩაერთო
შემდეგი სტატიარის სათხოვნელად მივიდნენ თოფაძე-ტყემალაძე ივანიშვილთან