ლევან იზორია: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას ახლო მომავალში მიიღებს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას ახლო მომავალში მიიღებს

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საზოგადოებამ იხილა მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პირის ბრალეულობას.

“ბოლო დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად მუშაობდნენ, თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას და სავარაუდოდ სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში. ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე, ძებნის ოპერაცია, ასე რომ, საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლო მომავალში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში, ტექნიკური ხასიათის დარღვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“აქ სრული განუკითხაობაა” – ინაშვილი იორმუღანლოში “კარუსელის” ფაქტებზე საუბრობს