ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელჩად ოფიციალურად დაინიშნა

 ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელჩად ოფიციალურად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე; ხოლო 2019-2020წწ. იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს. ლევან იზორიას მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება, ასევე სამართლის დოქტორის ხარისხი.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მას ვთვლი ჩემს საუკეთესო მეგობრად
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა