ლევან იზორია : მე გამოვხატე მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც ჩემი, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი

გენშტაბის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, ჯარისკაცის დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი იქნება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ლევან იზორიამ განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, მთავარია, ოფიცრებს, ჯარისკაცებს შეექმნათ ღირსეული საქმიანობის პირობები.

„სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოვხატე მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც ჩემი, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული ნიშნით, სამხედროების, ოფიცრების, ჯარისკაცების მიუკერძოებლობა, ნეიტრალობა და პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი. იყო გარკვეული სპეკულაციები, რომ იზორიას დანიშვნამ შეიძლება, ეს მიუკერძოებლობა დაარღვიოს. გენშტაბის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ჯარისკაცის დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან იქნება მთავარი ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი. მთავარია, ჩვენს ოფიცრებს, ჯარისკაცს შევუქმნათ საქმიანობის ღირსეული პირობები. პირობები იმისთვის, რომ მისი სარისკო სამსახური, თითეული ჩვენგანისა და მინისტრის მიერ არის დაფასებული, რომ ის იღებს მაქსიმალურად პირობებს სახელმწიფოსგან, იქნება ეს კვებაში, სამხედრო ფორმაში, თუ დისციპლინის კონტროლში გამოხატული. ეს არის ჩემი პრინციპი – ჯარისკაცმა იგრძნოს ღირსეული ქვეყნის სამსახურში თავი, ქვეყნისა, რომელიც საქმიანობას უფასებს“,-განცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა მიმართა ჟურნალისტებსაც და აღნიშნა, რომ მათი აქტიურობის იმედიც აქვს.

„დემოკარტიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა აუცილებელია, მათ შორის საჯარისო ნაწილების, რა თქმა უდნა, გარკვეულ ფარგლებში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ჩემთან ერთად, დამოუკიდებლადაც, რომ ამ ყველაფერს, რომ რასაც ახლა ვამბობთ და ვპირდებით, უზრუნველვყოფთ მაქისმლურად“,-განცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში(FOTO) ზესტაფონის ”შავი ბაზარი” ხანძრის შემდეგ
შემდეგი სტატიაწინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეიზღუდება