ლევან იზორია: გამოწვევაა, რომ საკმარისი თანხები არ არის მიმართული საბრძოლო მომზადებისთვის

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იროზიას განცხადებით, თავდაცვის სისტემაში ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ საკმარისი თანხები საბრძოლო მომზადებისთვის არ არის მიმართული.

როგორც პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იზორიამ განაცხადა, ამ მიმართულებით თანხების მობილიზება უნდა მოხდეს.

„თანხების მობილიზება უნდა მოხდეს იმისთვის, რასაც ჰქვია წვრთნების, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების კომპონენტი, პერსონალი და აღჭურვილობა. ეს კომპონენტები იმ სტანდარტების უნდა იყოს, რასაც ნატო ითხოვს. ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიროტეტი იქნება“, – განაცხადა იზორიამ.

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ლევან იზორიას გარდა, დეპუტატებს მინისტრობის სხვა კანდიდატები კახა კახიშვილი, სოზარ სუბარი, გიორგი მღებრიშვილი, თეა წულუკიანი და ქეთევან ციხელაშვილი მიმართავენ.

banner
წინა სტატიაში“ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს”
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: აგულაშვილი და გიორგაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული