ლევან იზორია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს და კონკრეტული გეგმებიც დასახეს.

„თავდაცვის სფეროში, სტრატეგიული მართვის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უწყებათშორის თანამშრომლობას. ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ჩვენს სტრატეგიულ გეგმაში. ცალკეულ უწყებებთან, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან თანამშრომლობას ერთ-ერთი პრიორიტეტული მნიშვნელობა ექნება მომავალში. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა უშიშროების საბჭოს მდივანთან. დავსახეთ თანამშრომლობის საინტერესო ფორმატი. მომავალში ასეთ შეხვედრებს უფრო ინტენსიური ხასიათი ექნება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის გამზირზე ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა-არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენლები ლიტვისა და ლატვიის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდნენ