ლევან იზორია დღეს პარლამენტში სუს-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილეს ელოდებიან. ლევან იზორია სუს-ის საქმიანობის შესახებ იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრებს.

იზორია საკანონმდებლო ორგანოში 02:30 საათზე გამოცხადდება. როგორც ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტში საკუთარ ანგარიშს პირველად წარადგენს.

„შესაძლოა ითქვას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, უფრო მეტად მომთხოვნი ვიყოთ ამ სტრუქტურების მიმართ, თუმცა, რეალურადაც უნდა გვესმოდეს რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე და უნდა ვხვდებოდეთ იმას, რომ სახელმწიფო ამ საფრთხეების წინაშე უნდა იყოს თანმიმდევრული, მაგრამ ვინც ამას ახორციელებს, იმ ადამიანებს ტექნიკურად აქვთ იმის რესურსი, რომ დანაშაული ფარული გზებით ჩაიდინონ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება
შემდეგი სტატია90 წლის ასაკში კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა