ლევან იზორია : ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას

გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა. ცერემონიის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიას თქმით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა არაერთი რეფორმა უნდა გაატაროს.

მისივე თქმით, ის ტრადიცია, რომ ოფიციალურ დონეზე ხდება გენშტაბის ახალი უფროსის წარდგენა, ქართული არმიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„დღეს ჩვენ ამ ცერემონიით, სწორედ ამ ფაქტორებს გავუსვით ხაზი, რომ ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვხედავთ ამ ინსტიტუციურ განვითარებაში, რომელიც საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა-გენშტაბის ახალი უფროსი ოფიციალურად წარადგინეს
შემდეგი სტატიაშეიარაღებულ ძალებში განხორციელდება მთელი რიგი რეფორმები – ჩაჩიბაია