ლევან იზორია აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 13:12

ლევან იზორია აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს თავდაცვი მინისტრი ლევან იზორია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ლევან იზორია ვიზიტს ქალაქ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) სათაო ოფისში სტუმრობით დაიწყებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თავდაცვის მინისტრი ტრანსფორმაციის სარდლის მოადგილე ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდება.

ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნორფოლკიდან აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრება. ლევან იზორია ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ესტუმრება, სადაც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე სასაუბროდ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ჯონ რუდს შეხვდება.

ქართული დელეგაცია დისკუსიას ატლანტიკურ საბჭოშიც გამართავს, რომელსაც მოდერატორობას ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდერ ვერშბოუ გაუწევს.

ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში დაგეგმილია მიღება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით დაესწრება.

აშშ-ში ვიზიტს ქართული დელეგაცია ქალაქ ჰარტფორდში აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს. ლევან იზორია სანაპირო დაცვის აკადემიის 2019 წლის კურსის გამოშვების ცერემონიას დაესწრება და აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს – კონსტანტინე ყიფიანსა და ალექსანდრე წერეთელს აკადემიის დასრულებას ადგილზე მიულოცავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 17, 2019 13:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics