25 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა და დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შესახებ. ასევე, მათ შორის, მოინახულა და გაესაუბრა N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.
















