10 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა,_ ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე; გაესაუბრა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს და მათ შორის, მოინახულა დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ალექსანდრე ელისაშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პატიმართა უფლებების დაცვა და არსებული გამოწვევების დროული გამოვლენა.















