ლევან იოსელიანის სახლთან პოსტერები გააკრეს და დატოვეს წარწერები „რუსის მონა“, „რეჟიმის მცველი“

„რეჟიმის მცველი“, „რუსის მონა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, – ამ შინაარსის წარწერები დატოვეს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის სახლთან.

სადარბაზოს შესასვლელთან ასევე გააკერეს სხვადასხვა შინაარსის პოსტერები.

„რუსული რეჟიმის მცველს და ბიძინას პირად მონას, ბატონ ლევანსაც ვესტუმრეთ დღეს. ხალხის ცემა, წამება, უკანონო დაკავება, გატაცება, ძარცვა და სხვა დანაშაულებები თუ არ არის მისი შესაფასებელი, აი, ეს შეაფასოს ახლა.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ჩვენ ყველასთან მივალთ! ძირს დიქტატურა! ეძღვნება სისტემისდგან რეპრესირებულ ყველა ადამიანს! ბოლომდე“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიყიფშიძის ქუჩაზე, ჟიული შარტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება
შემდეგი სტატიაშსს: დავაკავეთ 2 ადამიანი, ისინი შშმ პირს სხვებთან სქესობრივი კავშირს აიძულებდნენ