ლევან იოსელიანი – როცა ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, სულ ცოტა, მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ არგუმენტები გააჟღერონ

როდესაც ადამიანის, პრაქტიკულად, პატიმრობის საკითხი იხილება, სულ ცოტა, მის წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ, ჩემი აზრით, იმის საშუალება, რომ ის არგუმენტები გაეჟღერებინათ, რასაც თვლიდნენ საჭიროდ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

ლევან იოსელიანის განმარტებით, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიას წარმომადგენლების დასწრება საზოგადოებისთვის უფრო ნათელს და გასაგებს გახდიდა, რომ სადღაც ჩაკეტილი ერთი პარტია არ იხილავს ადამიანის პატიმრობის საკითხს.

„როდესაც ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, ჩვენ თუ მოვუხსნით იმუნიტეტს და თქვენც განზრახული გაქვთ ეს, ადამიანი აღმოჩნდება ციხეში და სულ ცოტა, მის წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება, რომ ის არგუმენტები გაეჟღერებინათ, რასაც თვლიდნენ საჭიროდ და ამით არაფერი დრამატული პროცედურული დარღვევა არ იქნებოდა, რომლიც ამ პროცესს ხელს შეუშლიდა. მე მგონი, პირიქით, უფრო გასაგებს გახდიდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ სადღაც ჩაკეტილი არ იხილავს ერთი პარტია ადამიანის პატიმრობის ამბავს,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ შეუშვეს პარლამენტში ნიკა მელიას ადვოკატები