ლევან იოსელიანი – მივესალმებით, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას“

კარგი პროცესია, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი. ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად კრიტიკულები იქნებიან და რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს ყველაფერი საინტერესო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გახარიას გუნდს საზოგადოებისთვის რიგ საკითხებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა მოუწევს.

„პროცესი რაც დაიწყო, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავის საქმიანობა, ამას მხოლოდ მივესალმებით. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები მათ სამომავლო პოლიტიკურ პარტიასთან და თვითონ გიორგი გახარიას მიმართაც იქნება. ეს არის ლოგიკური, რადგან ეს ადამიანები იყვნენ იმ პროცესების და გადაწყვეტილებების მონაწილე, რაც აქამდე გახარიას მეთაურობით იქნა მიღებული, ამიტომ მათ მოუწევთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ თავიანთი გადაწყვეტილების გულწრფელობაში“,- განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა
შემდეგი სტატიაოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან