15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ლევან იოსელიანი: ხოშტარია ჩემთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, თუმცა მზად ვართ, საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხოშტარია მისი არჩევის პირველი დღიდან აპარატთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

ომბუდსმენის თქმით, მას ელენე ხოშტარიასთვის ჯანმრთელობასა და მალე გათავისუფლებას უსურვებს, თუმცა პოლიტიკოსის სტატუსი პენიტენციურ სისტემაში მის გამორჩევის საფუძველი ვერ იქნება, რადგან დაწესებულებაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე სხვა პატიმრებიც იმყოფებიან.

„თუ ის გადაიფიქრებს, გადახედავს თავის მიდგომას და ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩვენ შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ მისი საქმის განხილვაში ან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რა თქმა უნდა, მე სრულ მზადყოფნას გამოვთქვამ“, — აღნიშნა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კინწურაშვილი ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორის ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს
შემდეგი სტატიაპოლონეთი უკრაინას ორ MiG-29 ტიპის გამანადგურებელს გადასცემს