ლევან იოსელიანი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ წევრი ლევან იოსელიანი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობაზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების გზებსა და პერსპექტივაზე.

„ელჩისგან მივიღეთ ინფორმაცია ისრაელში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან კი მივაწოდე ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე. გამოვთქვი იმედი, რომ ისე როგორც არჩევნებთან მიმართებაში, სასამართლოშიც ქმედით ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწევთ. ელჩი ასევე დაინტერესდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების როლითა და საქმიანობით, რაზეც ასევე შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეები – საერთაშორისო ორგანიზაციებს არასამთავრობოები მცდარ ინფორმაციას აწვდიან
შემდეგი სტატიათვითმმართველი თემების ადმინისტრაციულ ცენტრში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ასარჩევი წევრების რაოდენობა ახლებურად განისაზღვრა