სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ომბუდსმენის აპარატმა დაარქივებული ვიდეომასალები შეისწავლა, თუმცა ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა.
“ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი მათ შორის დაარქივებული, მოვითხოვეთ დაარქივება მასალების და ვნახეთ ვიდეო ჩანაწერები… ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, – ამბობს იოსელიანი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. პენიტენციური აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს, უწყებამ დღეს კადრებიც გაავრცელა. ოჯახი ამბობს, რომ ეს არაა სრული მასალა








