5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ლევან გორდეზიანი: მოსახლეობა, შენობა, ნაგებობა სხვა სიკეთე, რაც ქვეყანაში არის აღქმულია საკუთარ ქონებად, რომელსაც მოიხმარენ ისე როგორც უნდათ

“მოსახლეობა, შენობა, ნაგებობა სხვა სიკეთე, რაც ქვეყანაში არის აღქმულია საკუთარ ქონებად, რომელსაც მოიხმარენ ისე როგორც უნდათ. ახლა ამ მიდგომიდან გამომდინარე არის ეს რეფორმაც წარმოდგენილი, ისევე როგორც სხვა ღონისძიებები, რაც ტარდება. ეს არის უბედურება… კონცეფცია გვთავაზობს იმას, რომ მოსახლეობა, ახალგაზრდა იქნება, პროფესორი იქნება არის აქტივი მათი, რომ რომელიც უნდა გამოიყენონ ისე როგორც ჩათვლიან საჭიროდ, თუ ვთქვათ თბილისში ეზედმეტებათ რაღაც რაოდენობა, მაშინ ეს შეიძლება ცხვარივით გადარეკონ სადღაც სხვაგან და გასაგებია ახლა ცხვარს არ ეკითხები შენგან მწვადი შევწვა თუ ჩაქაფული გავაკეთოო. როცა ეს დამოკიდებულება არის ბუნებრივია, რომ ვიღებთ ამ შედეგს. ცხადია, რომ არ ყოფილა არავითარი დეტალებზე სერიოზული საუბარი, მოცემულობად მივიღეთ, რომ ასეთი კონცეფცია მზადდება, შემდეგ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამე იყო დაუმუშავებელი იმიტომ, რომ დღეგამოშვებით შედის საკანონმდებლო ცვლილებები ისიც ჩქარი ტაშით, დილიდან საღამომდე სამი მოსმენით, რომელიც არის საკმაოდ პრაგმატული. ხშირ შემთხვევაში იგივე შეიძლება გაკეთებულიყო არსებული კანონმდებლობითაც, მაგრამ როგორც ჩანს გამორჩათ ყურადღებიდან, რომ ეს შესაძლებელია. ზოგ შემთხვევაში არის რაღაც კონკრეტული მავნებლობა გასაკეთებელი და ამისთვის არის კანონი მიღებული. ჩემ თვალში ვთქვათ ის ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებული იქნება, პირბადის აკრძალვა თუ ფაკულტეტების ესე ჭრა კერვა, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი აზროვნების პროდუქტია”- ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლევან გორდეზიანი “ოცნების” წარმომადგენლებთან დებატების დროს.

banner
წინა სტატიაშისიმონ ჯანაშია:ბატონი მიქანაძე, რომელსაც აბარია განათლების სისტემის მართვა, არის პოლიციის პოლკოვნიკი და მისი მოადგილე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს