“ამ დრაკონული რეფორმის თუ დეფორმის გატარების პროცესში სრულიად ლოგიკური ნაბიჯია”, – ასე ეხმაურება თსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი, ლევან გორდეზიანი, განათლების მინისტრის განცხადებას, თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით.
როგორც გორდეზიანი აღნიშნავს, გაერთიანების მიზანი მარტივი კონტროლის მექანიზმია. მისივე თქმით, ერთი უნივერსიტეტი უფრო მარტივი საკონტროლებელია.
„ეს უნდა ყოფილიყო განხილული აკადემიურ საბჭოებთან, პროფესორებთან, სტუდენტების აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, სტუდენტებისთვის ვარსებობთ და მათ აქვთ უფლება, რომ აირჩიონ სად უნდათ სწავლა, მაგრამ ამ დრაკონული რეფორმის თუ დეფორმის გატარების პროცესში სრულიად ლოგიკური ნაბიჯია. ზოგადად, ერთი უნივერსიტეტი უფრო იოლი საკონტროლებელია, ვიდრე რამდენიმე, ამიტომ გაერთიანებას ეს მიზანი აქვს. ადრეც იყო ესეთი იდეები, უბრალოდ ყოველ ჯერზე უფრო ადრე ეტაპზე გაჩერდა, რადგან მაშინ ვახერხებდით ხელისუფლებისთვის ახნას, რომ ჯანსაღი კონკურენცია რამდენიმე უნივერსიტეტისა ჯობია მთლიანობაში განათლების სისტემისთვის”, – განაცხადა პროფესორ, ლევან გორდეზიანმა.















