ლევან გოფოძე – ვაქცინა გადარჩენის საშუალებაა და მას ალტერნატივა არ აქვს

ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დეტალურად ავუხსნათ მოსახლეობას ვაქცინაციის სიკეთე, თუ გავითვალისწინებთ რამდენი სასიკვდილო დაავადება აგვაცილა ვაქცინამ, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და კლინიკების ხემძღვანელებს შორის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

როგორც ლევან გოფოძე აცხადებს, ვაქცინა გადარჩენის საშუალებაა და მას ალტერნატივა არ აქვს.

„ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ყველა ვაქცინას აქვს თავისი უკუჩვენება, გართულებები და გვერდითი მოვლენა. არ არსებობს ვაქცინა, რომლის მიმართაც ადამიანს არ ჰქონდეს რეაქცია. სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას” ასეთი შედეგი მოჰყვა, რომელიც მთელი ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგია. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის გარდა სხვა საშუალება გვაქვს და უნდა გვეშინოდეს ვაქცინაციის, ვაქცინა ჩვენი გადარჩენის საშუალებაა”, – აცხადებს გოფოძე.

banner
წინა სტატიაში„მოქალაქეები” პარლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგაბუნია – ორივე ვაქცინასთან მიმართებაში გვაქვს გარანტირებული ხარისხი