ლევან გოფოძე : დღეს ჟურნალისტების სწრაფი ტესტირება იწყება

დღეს სწრაფი ტესტის მეშვეობით ჟურნალისტების ტესტირება იწყება,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

„გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთ-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას. მართალია, ეს სწრაფი ტესტია, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში შემდეგ უკვე გადავალთ პისიარ ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. ასეთი მიზნობრივი ჯგუფები განისაზღვრება, რა თქმა უნდა, მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა