ლევან გოგიჩაიშვილი – ვანო ზარდიაშვილი დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია

ინციდენტები პარლამენტში არსებობს და სულ იქნება, რადგან ადამიანები კამათობენ, ეს არ არის საფუძველი პარლამენტის დატოვების, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სულ ერთია, ვანო ზარდიაშვილი დარჩებოდა თუ არა პარლამენტში.

„მორალურ შეფასებაში ვერ შევიჭრები, მისი გადასაწყვეტია, პარლამენტის წევრია. გადაწყვეტილება თავად მიიღო, რისკი თავად აიღო და ამის თანაზიარი ვერ ვიქნები. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, განმარტებები სჯობს, უმრავლესობამ გააკეთოს. კანონით გათვალისწინებული ქმედება, რაც მანდატის შეჩერებას იწვევს, არ გაუკეთებია. ინციდენტები პარლამენტში არსებობს და სულ იქნება, რადგან ადამიანები კამათობენ. ეს არ არის საფუძველი პარლამენტის დატოვების. დარჩებოდა თუ წავიდოდა, სულ ერთია. მთავარი ბრძოლა სასამართლოზე გადის, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატო-ში მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული
შემდეგი სტატიაორთაჭალაში მოპარული მანქანა ნაპოვნია – პოლიცია დამნაშავეს ეძებს