“საქართველოში ქართველი კაცი არ შეიძლება იყოს იაფი მუშა ხელი,”_ აღნიშნული განცხადება “გახარია საქართველოსთვის”ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა გადაცემაში პოლიტიკური ამბები.
“მარტივი ფილოსოფია არის ჩვენს და მათ შორის განსხვავება. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ქართველი კაცი არ შეიძლება იყოს იაფი მუშა ხელი! “ქართული ოცნება” ამბობს, როდესაც ამ პროექტს არ უჭერს მხარს, რომ საქართველოში ქართველი კაცი შეიძლება იყოს იაფი მუშა ხელი. ეს არის განსხვავება, დამოკიდებულება ადამიანების მიმართ”,_ განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ინფორმაციისთვის, “ოცნებამ” არ დაუჭირა მხარი “გახარია საქართველოსთვის” ინიციატივას- შეიქმას კომისია, რომელმაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზღვარი უნდა დაადგინოს.
















