ლევან გოგიჩაიშვილი – მთაწმინდა მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ადეიშვილის მემკვიდრეობას არ აირჩევს

„ამ არჩევნებმა ერთი რამ აჩვენა, რომ ეს ორი სიმახინჯე, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რაღაც ფორმით უნდა გავიდეს, ან დაკარგოს ის გავლენები, რომელიც გააჩნიათ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა 19 მაისს გამართულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მთაწმინდა მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ადეიშვილის მემკვიდრეობას არ აირჩევს.

„მთაწმინდაზე ძალიან საინტერესო არჩევნები იყო. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდი შედეგია. ამომრჩევლების დაბალ აქტივობაში ეს პროცენტული მაჩვენებელი ფაქტობრივად არჩევნების წაგებაა.

მთაწმინდა მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ადეიშვილის მემკვიდრეობას არ აირჩევს. რატომ უნდა დაენახა მთაწმინდელს საკუთარი თავის გამარჯვება ლადო კახაძეში? მე მას პიროვნულად არ ვეხები, პოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით ვამბობ.

მთაწმინდაზე რა რესურსებიც დახარჯეს, შედეგი იმის 20 პროცენტი არ იყო. თბილისმა აბსოლუტურად მიიღო ის გზავნილი, რომ მორალური ხაზი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის წაშლილია. ეს ქალაქში მიღებულია როგორც მოცემულობაა.

სადაც ერთი ერთზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ეს პრობლემები მუდმივად იდგება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მთავარი პრობლემაა, რომ ეს ორი სიმახინჯე ერთმანეთის პირისპირ დგას. როგორც კი ეს ორი სიმახინჯე ერთმანეთის პირისპირ აღარ იქნება და გაცილებით საინტერესო მოცემულობა 2020 წლის არჩევნებისთვის შეიქმნება, ეს სიმახინჯეებიც ავტომატურად დამთავრდება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ, თუკი არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატები გრიგოლ გეგელია, ჰერმან საბო და ლევან იოსელიანი მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერენ, არჩევნებს შავგულიძე მოიგებს, სხვა შემთხვევაში გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი მეორე ტურში გამარჯვების შანსებს ინარჩუნებს.

banner
წინა სტატიაში,,ვინმემ უნდა დაიჯეროს,რომ 90-იანების ტერორ გამოვლილმა სამეგრელომ, ზედ რომ გადაუარეს, იმ დროის კრიმინალებთან შეკრული ხელისუფლება აირჩია?!”-თაკო ჩარკვიანი
შემდეგი სტატიარაგბიში აფხაზეთის ღია პირველობა დასრულდა