ლევან გოგიჩაიშვილი – მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2019 15:12

ლევან გოგიჩაიშვილი – მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება, ძალიან მსიამოვნებს, რომ ყოველ დღე, მოსმენების დროს იტანჯებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში ის პროცესი მიმდინარეობს, რაც სასამართლოში მოქმედ „კლანს“ და მოსამართლეობის კანდიდატებს კატეგორიულად არ უნდოდათ.

„მათთვის ძალიან მძიმე პროცესი მიმდინარეობს. ეტყობათ, რომ მოუმზადებლები არიან როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხს არ სცემენ და ცდილობენ, რეალურ კითხვებს გაეცალონ. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც „ქართული ოცნების“ მთავარ ხაზს აცდენილია. თუ „ქართული ოცნება“ მხარს ამ კანდიდატებს დაუჭერს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ამ ადამიანებისთვის იმდენად უხერხული განხილვა მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღება უნდა გაუჭირდეს გეწაძის, ალანიასა და გაბინაშვილის მიმართ. ყველა იმ მოსამართლის მიმართ, ვინც ადეიშვილისა და მერაბიშვილის მოსამართლე იყო. მათთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება, ძალიან მსიამოვნებს, რომ ყოველ დღე იტანჯებიან მოსმენების დროს. ძალიან სერიოზული ზიანი ადგება სასამართლოში მათი ძალაუფლების კონცენტრაციას, ვისურვებდი, მოსამართლეები აჯანყდნენ “კლანის” წინააღმდეგ და ეს ადამიანები სასამართლო სისტემიდან განდევნონ. “ქართული ოცნება” ამ ყველაფერში დიდ ფასს იხდის. წარმოუდგენელია, გაბიტაშვილ-ალანიას მხარი დაუჭირო, როცა ისინი ამბობენ, რომ თავისუფლები იყვნენ. ვინ იტყუება, გაბინაშვილი თუ ივანიშვილი? თუ გაბინაშვილია მართალი, ალბათ, 2020 წელს ივანიშვილი არჩევნებს ვეღარ მოიგებს. არ მგონია, ეს ადამიანები გაბინაშვილს გადაყვნენ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 25, 2019 15:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,506
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics