15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ლევან გოგიჩაიშვილი: მდინარაძეს ჯერ ყველაზე ბინძური საქმეები შეასრულებინეს და შემდეგ გააგდეს

“მდინარაძე ჯერ დაახარბეს, მიიყვანეს სუსის ხელმძღვანელად, გამოწურეს, ყველაზე ბინძური საქმეები შეასრულებინეს და შემდეგ გააგდეს”,_ ასე ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი მდინარაძის თანამდებობიდან მოხსნას ტვ პირველის ეთერში.

ინფორმაციისთვის, 21 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მამუკა მდინარაძე სუსის ხელმძღვანელი აღარ იქნება.

მდინარაძეს გეკა გელაძე ცვლის, რომელსაც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

თავად მდინარაძე კი ახალი სამინისტროს („სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“) ხელმძღვანელად დაინიშნება. მას ამავდროულად ექნება ვიცე-პრემიერის თანამდებობაც.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი: ფასების დროებით კომისიას ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა არ აქვს
შემდეგი სტატიარა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ზურაბ პატარაძე