“მე ვფიქრობ ასეთ რამეს, ამ არჩევნებში შესვლა ინდივიდუალური კანდიდატებით არის შეცდომა და კონკურენცია არის შეცდომა რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა დავაყენოთ საერთო კანდიდატები და საერთო კანდიდატებით უნდა ვიბრძოლოთ. საერთო ნეიტრალური კანდიდატებით, რომლებსაც ექნებათ დიდი დიაპაზონი. პარტიული კანდიდატების დაყენება გაცილებით ნაკლები ეფექტის მომტანი იქნება , ვიდრე საერთო კანდიდატების. დარწმუნებული იყავით, ბევრი ადამიანი დაფიქრდება, გადააფასებს ემოციურ მდგომარეობას და მიხვდება, რომ ესეც არის ბრძოლის ხაზი და საშუალება იმისთვის, რომ ელაპარაკო ქართველ ადამიანს სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და უბან-უბან“-ამბობს “გახარია-საქართველოსთვის” პარტიის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი “TV პირველთან”