ლევან გაჩეჩილაძემ დღეს მაესტროს დირექტორად დარეგისტრირება ვერ მოახერხა

ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრში ტელეკომპანია მაესტროს გენერალურ დირექტორის პოსტზე დასარეგისტრირებლად ყველა დოკუმენტი ჩააბარა. თუმცა, სამუშაო საათების ამოწურვის გამო დღეს დარეგისტრირება ვერ მოხერხდა.

როგორც იუსტიციის სახლიდან გამოსულმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, მას საბუთები წესრიგში ჰქონდა და რეგისტრაციაში განაცხადი შევიდა. რეგისტრაცია კი დაჩქარებული წესით მოხდება.

თავად ტელეკომპანია მაესტროში მისვლას ლევან გაჩეჩილაძე უკვე ხვალ გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ის ყველა თანამშრომელთან შეხვედრასა და დალაპარაკებას აპირებს.

„ჩემი მიზანია, მაესტროში დაისადგუროს სიმშვიდემ, სტაბილურობამ და ყველა მაესტროელისთვის ეს პროცესი დამთავრდეს ძალიან კარგად,“ – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის გამზირის მონაკვეთი ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დღეიდან დაიკეტა
შემდეგი სტატიაH1N1- ის გრიპით აჭარაში მამაკაცი გარდაიცვალა