ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს გენერალურ დირექტორად ამ წუთებში რეგისტრირდება

ლევან გაჩეჩილაძე ამ წუთებში იუსტიციის სახლში მივიდა, სადაც ტელეკომპანია მაესტროს გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებას აპირებს.

ლევან გაჩეჩილაძე იუსტიციის სახლში ადვოკატთან ერთად იმყოფება. თუმცა, წინასწარი განცხადება არც მას და არც მის ადვოკატს არ გაუკეთებიათ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, დაარეგისტრირებს თუ არა საჯარო რეესტრი ახალი დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძეს და აპირებს თუ არა იგი ტელეკომპანია მაესტროში მისვლას.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი „მაესტროს“ ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება
შემდეგი სტატიანატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი იარაღით მეზობლების დაშინებაში დაადანაშაულა