ლევან გაჩეჩილაძე: ასეთი ტელევიზიები ეს არის პატარა ბავშვი დენთის კასრით და ასანთის ღერით ხელში

ტელეკომპანია „მაესტროს“ ამჟამინდელი მფლობელი ლევან გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ დღეს, შედარებით სიწყნარე და აკადემიურობა ტელეკომპანია „იმედშია“, ხოლო „მაესტროში“ ისტერიაა.

როგორც მან „ტელეიმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანაში ორი მიმართულებით ჯერდება – ეს არის „რუსთავი 2“ და მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.

„ასეთი ტელევიზიები ეს არის პატარა ბავშვი დენთის კასრით და ასანთის ღერით ხელში. „მაესტროც“ იგივე სტერეოტიპია. მეტნაკლებად „იმედში“ არის შედარებით სიწყნარე და აკადემიურობა, ხოლო „მაესტროში“ ისტერიაა.

მედიიდან გამომდინარე, ბევრი იტყვის, რომ წინა ხელისუფლება ძალიან წარმატებული იყო. მე ვიტყვი, რომ წინა ხელისუფლება ძალიან ისტერიული და არასტაბილური იყო. დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს პირველი პირი, საქართველოში პრაქტიკულად, ჰიპერარასტაბილური სიტუაცია იქნებოდა“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ორშაბათს ირანში მოლაპარაკებებს გამართავს
შემდეგი სტატიადღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4806 ლარი გახდება