ლევან დოთიაშვილი სოფელ კირბალში მომხდარზე – ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი

ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად, – ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის მედიასთან რამდენიმე საათში გააკეთებს კომენტარს და ვრცლად ისაუბრებს 6 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე.

„ყველა მაგ მოლოდინში ხართ, ჩემს პასუხს ელოდებით, რა მოხდა და რა არა. ცოტა ხანი, 1-2 საათი მაცადეთ, წამოვდგები ფეხზე და მოგცემთ კომენტარს. ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად“, – ამის შესახებ ლევან დოთიაშვილმა „ფორმულასთან“ სატელეფონო კომენტარში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატის სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული ჩართულობა, არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვეცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანმა ენტონი ბლინკენთან ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის ყოველდღიური რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილა