ლევან დავითაშვილი – ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევაჩეროთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.

„იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენი უწყების თანამშრომლები, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, რითაც პანდემიის დამარცხებას შევძლებთ “, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს