ლევან დავითაშვილი – სურსათის მიწოდების მთლიანი ჯაჭვი მუშაობს შეუფერხებლად და ეს არის სტრატეგიული ჯაჭვი, რომელიც ასეთ პირობებში უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად

სურსათის მთლიანი მიწოდების ჯაჭვი მუშაობს შეუფერხებლად და ეს არის სტრატეგიული ჯაჭვი, რომელიც ასეთ პირობებში უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად, ეს არის საწარმოები, დისტრიბუტორები საბითუმო ორგანიზაციები, ზოგადად ბიზნესი. საცალო ნაწილში სურსათის მაღაზიები და სურსათის რეალიზაციის ობიექტები მუშაობენ შეუფერხებლად, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, უმრავლეს ობიექტებში უკვე მზადდება ე.წ. სტიკერები, რომ მოწესრიგებული იყოს ვაჭრობა, არ იყოს შეფერხებები და არ მოხდეს ადამიანების შეჯგუფება.

„სურსათის მთლიანი მიწოდების ჯაჭვი მუშაობს შეუფერხებლად და ეს არის სტრატეგიული ჯაჭვი, რომელიც ასეთ პირობებში უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად, ეს არის საწარმოები, დისტრიბუტორები საბითუმო ორგანიზაციები, ზოგადად ბიზნესი. საცალო ნაწილში სურსათის მაღაზიები და სურსათის რეალიზაციის ობიექტები მუშაობენ შეუფერხებლად, ოღონდ მუშაობენ სპეციალურ პირობებში. მათ უნდა ჰქონდეთ სპეციალური მონიტორინგი იმისთვის, რომ სოციალური დისტანცია იყოს დაცული, იყოს დაცული ჰიგიენური მოთხოვნები, ამისთვის რამდენიმე სამუშაო, შესამზადებელი შეხვედრა გვქონდა ჩვენ ქსელების წარმომადგენლებთან, მათ ასოციაცია ჩამოაყალიბეს კრიზისული სიტუაციების ეფექტურად სამართავად. თითოეულმა ობიექტმა თავისი სტანდარტები შემოიღო, ასევე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მკაცრად აქვს გაიდლაინები გაწერილი. უმრავლეს ობიექტში ამზადებენ ე.წ. სტიკერებს იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ვაჭრობა, არ იყოს შეფერხებები და არ მოხდეს ადამიანების შეჯგუფება და იყოს დისტანციები დაცული“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, არასწორად იყო აღქმული ის, რომ სასურსათო მაღაზიებში და სუპერმარკეტებში 10 კაცზე მეტი პირის შესვლა კანონით იკრძალება.

banner
წინა სტატიაშიმოეწყობა თუ არა ზუგდიდში საკარანტინე სივრცეები სამეგრელოში
შემდეგი სტატიაქუთაისის კლინიკა „მედიქალსიტში“ კორონავირუსით დაინფიცირებულს მკურნალობაზე უარი უთხრეს?!