ლევან დავითაშვილი – შევძლებთ, ჰაერში აზბესტი და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერება გავზომოთ

ჰაერში აზბესტისა და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერების გაზომვა შესაძლებელი ხდება, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის საშუალებას ლაბორატორიული შესაძლებლობის განვითარება იძლევა.

„ჩვენ შევძელით ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება. ამ კუთხით გვექნება საშუალება, რომ დარიშხანი, ნიკელი, კადმიუმი, სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებები გავზომოთ ატმოსფერულ ჰაერში. ასევე, საუბარია აზბესტის გაზომვის შესაძლებლობებზე, ამ კუთხითაც ლაბორატორიაში გაჩნდა ტექნიკური შესაძლებლობები. ვაპირებთ, როგორც ჰაერში, ისე სხვადასხვა ნივთიერებებში აზბესტის ბოჭკო შევამოწმოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში

banner
წინა სტატიაში„ყველას გვაქვს კაბინეტში პრინტერი, შეგვიძლია ამობეჭდვა” – ირაკლი კობახიძე TBC-ის საქმესა და მუქარის შემცველ წერილზე
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობენ