ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის მთავრობისთვის.

„ქართული თაფლი ე.წ. პრივილეგირებულ პროდუქტთა შემადგენლობაშია. მისი წარმოების ხელშეწყობისა და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. სწორედ ქართული თაფლი გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა. რაც შეეხება კონსოლიდირებული ტენდერით ნატურალური თაფლის შესყიდვის საკითხს და შექმნილ აჟიოტაჟს, ვფიქრობ, ნაჩქარევი იყო აღელვება. ზოგადად, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან არასწორად იქნა გაგებული მიმდინარე პროცესები. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართული თაფლის მწარმოებლებს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა.

თაფლის მწარმოებლებთან ერთად, შეხვედრას ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, თაფლის კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე კომპანია „ვ.ტ“-ს დისკვალიფიკაცია მიეცა. არსებული ინფორმაციით, კომპანია „ვ.ტ“ სახელმწიფო უწყებების მომარაგებას რუსეთიდან შემოტანილი თაფლით აპირებდა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც
შემდეგი სტატიამადურო: ვენესუელელი დეზერტირები გადატრიალებას ამზადებენ