26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ლევან დავითაშვილი  ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

„Italiana Petroli (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შეძენის დასრულების შემდეგ, SOCAR-ი ლევან დავითაშვილის IP-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ აცხადებს“, – ნათქვამია იტალიური ნავთობკომპანიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ის ოპერაციებს იტალიაში უხელმძღვანელებს, რათა „უზრუნველყოს ბიზნესის უწყვეტობა, შეინარჩუნოს და შემდეგ გააძლიეროს მისი პოზიცია ადგილობრივ ენერგერტიკულ ბაზარზე და ზედამხედველობა გაუწიოს SOCAR ჯგუფში კომპანიის ფართო ინტეგრაციას“.

banner
წინა სტატიაშიასპინძა-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”: 9 წლიანი ბრძოლის შემდეგ, უსინათლო პირებისთვის სასამართლო ფორმები ადაპტირდება