ლევან დავითაშვილი – მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავი გავლენას არ მოახდენს

მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჰესების საკითხი განიხილება.

„უწყობს თუ არა ეს წყალსაცავი მყინვარის დნობას ხელს? არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერისა და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ენგურჰესიდან.

მდინარე ენგურზე, ჯვრის წყალსაცავის, რომლის სარკის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ნამახვანის საპროექტო წყალსაცავის ზედაპირის ფართობს, ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურაზე და სინოტივეზე წყალსაცავის არსებითი გავლენა წყალსაცავის კიდიდან მხოლოდ 500 მეტრით, ხოლო მცირე გავლენა ხუთი კილომეტრით შემოიფარგლება.

საპროექტო წყალსაცავის (ნამახვანის) უკიდურესი ჩრდილოეთი ნაპირიდან უახლოეს მყინვარებამდე მანძილი 70 კმ-ის ფარგლებშია, რაც არსებითად სცდება ზემოთხსენებულ მიკროკლიმატურ მასშტაბს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას დაკავების შესახებ – ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე პირბადის ტარების მაჩვენებელზე – 43 %-ზე ჩამოსვლა საგანგაშოა