ლევან დავითაშვილი – გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა, არის სიცრუე

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანდარინის მოსავალი სრულად განადგურდა და აღარ გვაქვს, არის სიცრუე.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მანდარინის ძირითადი მოსავალი აჭარაშია, სადაც ღონისძიებებები ეფექტურად ტარდება და ძირითადი მოსავალი შენარჩუნებულია.
„საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის მცირე დაზიანებები, თუმცა ყველაფერი ფაროსანას არ უკავშირდება და დაზიანებების 100%-იანი აცილება შეიძლება, თუ მოსახლეობა გამოიყენებს იმ საწამლ საშუალებებს, რომლებიც ჩვენ მათ სექტემბერში გადავეცით. მათ ჰქონდათ წამლობისთვის საჭირო წამლები, ყველაზე ეფექტური, რაც კი იდენტიფიცირებულია. თუ ადამიანები დავირაზმებით, მანდარინის მოსავალს სრულად გადავარჩენთ და კარგი სეზონიც გვექნება. მოლიდინი არის, რომ მანდარინის სეზონი ძალიან კარგი გვექნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები პარლამენტს მიმართავენ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოს