ლევან დავითაშვილი : ეს არის პირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს

მთავრობა აცხადებს, რომ დღეიდან შეზღუდვები შემსუბუქდა თუმცა რაც შეეხება აგრარულ ბაზრებს, აქ პრობლემები რჩება და სავარაუდოთ ათასობით ადაიანი ვაჭრობას ვერ შეძლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა.

მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას და მეორეს მხრივ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.

„ეს არის პირობები, რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს. ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. ეს მოთხოვნები ეხება როგორც მიკვლვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ მდგომარეობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულებას, თერმოსკრინინგს და იმ მოთხოვნებს რომელიც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიათიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება – თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა