ლევან დავითაშვილი : ჩემს მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ მისი მოადგილე, იური ნოზაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

„დაგიდასტურებთ იმას, რომ ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოები გაატარა. ყველა ის ღინისძიება რეკომენდაციებით იყო განსაზვრული. ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისგან და ბრიფინგისგან. თვითიზოლაციაშია, რაც ადასტურებს ასევე მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის კორონავირუსი არ დაუდგინდა. შესაბამისად, ამ წყაროთი სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს. სამინისტრომ რეკომენდაციების შესაბამისად საერთაშორისო მივლინებები მაქსიმალურად შეზღუდა.

ბატონ იურისთან სატელეფონო კონტაქტი მაქვს რეგულარულად. ბატონი იური თვითიზოლაციაშია პარასკევიდან. მისი ანალიზის პასუხები პარასკევ დღეს იყო. კორინავირუსზე ტესტი უარყოფითია. შესაბამისად, ის რისკს არ წარმოადგენს და გადამდები არ არის თანამშრომლებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ თვითიზოლაციის რეკომენდაციებს მივყვებით. მისი შვილი კარგად არის, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი აქვს. მნიშვნელივანია, გავითავისოთ ისიც, რომ მიუხედავად თანამდებობისა და პოზიციისა, ვირუსი შეიძლება შეხვდეს ყველა ადამიანს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადეკვატური რეაგირება და რეაქცია გვქონდეს გამოწვევებზე. მისი ვაჟი საჩხერეში, ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში იმყოფება“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : საქართველო იტალიის გვერდით დგას, მადლობას გიხდით ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს