ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი – სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თანამდებობას, რაც ჩემთვის მიუღებელია

მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ კონფლიქტი თავდაპირველად საპირფარეშოში ბულინგის ფაქტის გამო დაიწყო, სასამართლომ დაადასტურა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამის გამო დირექტორს საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო.

„გამოძიების ეტაპზეც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს კონფლიქტი წამოვიდა საპირფარეშოში მომხდარი ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დადასტურებულად ცნო ის ფაქტი, რომ ორი მეცხრე კლასელის – ა.ს.-ს და თ.ჩ-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა დ.ნ.-სა და დ.ღ-ს მხრიდან. ამ კუთხით არავის რეაგირება არ მოუხდენია. ეს ბავშვები დღემდე ამ სკოლაში სწავლობენ და დისციპლინური სახდელიც კი არ შეუფარდებიათ მათთვის.
მე დირექტორისგან მორალური პასუხისმგებლობა ვერ ვიგრძენი. მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. თავისი მორალური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო მას ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძემ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა „ბასიანის“ ტერიტორია დატოვეს, მათ კლუბის ადმინისტრაციამ ფინანსური დოკუმენტაციის ამოღების უფლება არ მისცა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ხელისუფლების ამოცანაა პროტესტის ჩახშობა და საკუთარი ხელისუფლების გაძლიერება