20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ლევან ცუცქირიძე: კარგი ორმხრივი შეხვედრა გვქონდა მაია სანდუსთან

„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგი ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა „თავისუფლების მოედანს“ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, “ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად ისეთი მეგობრების მხარდაჭერა, ვისაც ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების გამოცდილებაც აქვს, მნიშვნელოვანი იქნება და მათ შორის მოლდოვისა და მისი პრეზიდენტის იმედიც უნდა გვქონდეს”.

„პრეზიდენტი სანდუს ლიდერობით მოლდოვამ მიიღო რამდენიმე მილიარდიანი მხარდაჭერა ევროკავშირისგან და ახორციელებს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ევროპული ინფრასტრუქტურის განვითარება.

პრეზიდენტმა სანდუმ გაგვიზიარა საკუთარი მხარდაჭერა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მიმართ და ისაუბრა იმ საყოველთაო სკეპტიციზმზე, რომლის გადალახვაც მან თავად შეძლო საკუთარ ქვეყანაში.

მოლდოვის და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპულ დემოკრატიულ სივრცეს და ჩვენ არ დავიღლებით, სანამ არ დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას მის კუთვნილ ადგილს ევროპის კონტინენტზე,“ – ლევან ცუცქირიძე

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: აშშ-ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების „კარგი ნიშნები“ არსებობს