„თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების მისაღწევად აუცილებელია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა და გაძლიერება.
ცუცქირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამ ეტაპზე კონკრეტულად „თავისუფლების მოედანს“ არ ეხება, პროცესი მრავალპარტიულობისა და დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული.
„პროტესტი არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი… მაგრამ ის არ არის საკმარისი. უახლოეს ხანებში ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო უკეთესი პოლიტიკური ორგანიზება, პოლიტიკური დისციპლინა… ამოუდექით პოლიტიკურ პარტიებს გვერდში… იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა“, — განაცხადა ცუცქირიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში ოპოზიციური ძალები საზოგადოებას სხვადასხვა ინიციატივას შესთავაზებენ, ხოლო 28 ნოემბერს უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.















