ლევან ცუცქირიძე: ახლა ვართ ბრძოლის სხვა ფაზაში და გვჭირდება ტოტალური, ვიმეორებ, ტოტალური მობილიზაცია და სრული ერთიანობა

“წინასაარჩევნოდ მე მხარს ვუჭერდი რამდენიმე მსხვილ გაერთიანებას, რაც ჯამში სწორი აღმოჩნდა და ამ ოთხმა კოალიციამ ძალიან რთულ პირობებში და არჩევნებში დავამარცხეთ ივანიშვილის პარტია. საბოლოო ჯამში, მას მოუწია შედეგების სრული გაყალბება და არჩევნების მოპარვა. სწორედ აქედან დაიწყო მისი ლეგიტიმაციის რღვევა და საერთაშორისო იზოლაცია.
ახლა ვართ ბრძოლის სხვა ფაზაში და გვჭირდება ტოტალური, ვიმეორებ, ტოტალური მობილიზაცია და სრული ერთიანობა – მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების. ამას აქამდეც ყველანაირად ხელს ვუწყობდით და ახლაც, ეს იყო ჩემი დღევანდელი და ეს იქნება ჩემი ხვალინდელი შეხვედრების მთავარი თემაც. ის, თუ კიდევ რა და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, მინდა ამ დღეებში კოლეგებთან განვიხილო და შევათანხმო და ბუნებრივია, საზოგადოებასაც საჯაროდ გაგაცნობთ.
ბრძოლა ფინალურ ეტაპზე გადადის და ჩვენც შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. კი, ეს რეჟიმი გვირტყამს, მაგრამ ამასობაში, წინააღმდეგობის ძალიან მძლავრი მახვილი იჭედება, რომელიც ბოლოს მოუღებს ამ უსამართლობას,-წერს ლევან ცუცქირიძე.

banner
წინა სტატიაშიუილსონი: “ოცნების” არალეგიტიმურმა რეჟიმმა ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში გიპრგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს