სანამ კერძო კაპიტალი არ დარწმუნდება იმაში, რომ უმჯობესია დაცული იყის სამართლიანი კანონით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და დაბალანსებული ხელისუფლებით და არა ბანდის მეთაურებთან მეგობრობით, მანამდე აღმოჩნდება, რომ რომელიმე მათგანს შემთხვევით იარაღი ჩარჩა პარიზში გასამგზავრებელ ჩანთაში ან შვილი გაუფორმებელი იარაღით დადიოდა ქალაქში და ამიტომ აპატიმრებენ; რომ ვიღაცას იარაღი გაუვარდა, თავის მოკვლა სცადა ან შემთხვევით ღია ფანჯრიდან გადმოვარდა. დემოკრატია ვიღაცის ახირება კი არ არის, არამედ საუკეთესო გზაა უსაფრთხოების და დაცულობის მოსაპოვებლად.
ახლა ბევრი ადამიანი და ჯგუფი დგას გზაგასაყარზე: ან ხელს შეუწყობენ ამ ბანდიტური რეჟიმის კონსოლიდაციას და შემდეგ თავადვე აღმოჩნდებიან მისივე მსხვერპლი ან ხმას აიმაღლებენ და დადგებიან სამართლიანი ბრძოლის მხარეს. სწორი არჩევანის გაკეთება არასოდესაა გვიან.
გადარჩენას და ჯანმრთელობას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს. თუ რამეზე აქვს პასუხი გასაცემი, მან ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი და პირუთვნელი სასამართლოს წინაშე უნდა გააკეთოს,-წერს ლევან ცუცქირიძე.

















